მისაქციელის ჰესის რეაბილიტაცია
  • დაწყების დრო: 2009
  • დასრულების დრო: 2009
  • დამკვეთი: Winrock- ის საერთაშორისო ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის

მისაქციელი ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1964 წელს, მისი დადგმული სიმძლავრე  იყო 2600 კვტ-სთ.
სათავე ნაგებობა განლაგებულია მდ. არაგვზე სოფელ ბულაჩაურის მახლობლად და წარმოადგენს ზედაპირულ წყალმიმღებს გვერდითი კატასტროფული წყალსაშვით და გამრეცხი რაბით. 
კომპანია "ფერის" მიერ მოხდა ჰიდროელექტროსადგურის სრული რეაბილიტაცია: სამანქანო დარბაზში დამონტაჟდა ორი ჰიდროაგრეგატი, სპირალურკამერიანი ჰორიზონტალური ტურბინებით. 
ასევე განხორციელდა მისაქციელი ჰესის ძალოვანი კვანძის რეკონსტრუქცია.  
ჰესიდან გამოსული წყალი, გამყვანი არხის საშუალებით ჩაედინება მდინარე არაგვში. გამყვანი არხის სიგრძე 1500 მ-ია. არხის ძირის სიგანე 1.5მ-ია დახრის კუთხე 1.25 სიღრმე-2მ. დახრა ი= 0.0005. 
 მისაქციელი ჰესი 35 კვ. ძაბვის ხაზით დაკავშირებულია საქართველოს ენერგოსისტემასთან.