ჩვენ შესახებ

კომპანიის ისტორია

„ფერის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების, სხვადასხვა კონსტრუქციების, შენობა-ნაგებობების, საბაგიროების და სხვა ობიექტების მშენებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია წარმატებით ახორციელებს - საპროექტო სამუშაოებიდან დაწყებული ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული - მშენებლობის ყველა ეტაპს. 2007 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015, რაც კომპანიამ ყველა ტიპის ინდუსტრიული და სამოქალაქო შენობებისთვის საინჟინრო და საოპერატორო სერვისების წარმატებით განხორციელებაში მიიღო. სერტიფიკატის ნომერი: QEC24351 კომპანიაში ასევე წარმატებულად ხორციელდება პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც OHSAS 18001:2007 ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს. სერტიფიკატის ნომერი: HSM40793 კომპანიაში დანერგილია გარემოს მართვის სისტემაც, რომელიც IშO 14001:2004-ის ყველა მოთხოვნას პასუხობს. სერტიფიკატის ნომერი: EMS40835 „ფერი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვალიფიციურ კადრებს და კომპანიის გუნდის დიდი ნაწილი 27 წლიანი სამუშაო გამოცდილებით გამოირჩევა.

დამკვეთები

კომპანია „ფერს“ 50-ზე მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი დამკვეთი ჰყავს. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი საიმედოობიდან და ხარისხიანი მუშაობიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა:

პარტნიორები

კომპანია „ფერი“ მისი დაარსების დღიდან აქტიურად პარტნიორობს როგორც ადგილობრივ კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე მსოფლიოს წამყვან კომპანიებთანაც. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია „რობინსის“ პარტნიორი საქართველოში სწორედ კომპანია ფერია. „რობინსი“ მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც გვირაბების მშენებლობაზეა ორიენტირებული და მსოფლიოს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შემსრულებელია. ასევე  ჩვენი პარტნიორებია: