დარიალი ჰესი

დაწყების დრო: 2012

"დარიალი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ-ია. ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგში, მდინარე თერგზე, ზღვის დონიდან 1729 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.  ჰესი აგროვებს წყლის ნაკადს მდინარე თერგიდან და მიმართავს მას დერივაციული გვირაბით გენერალურ ნაგებობამდე, რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1334 მეტრზე, 1,2 კმ-ში რუსეთ-საქართველოს საზღვართან. მისი წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვ/სთ-ია.

საინჟინრო თვალსაზრისით ეს გახლავთ ყველაზე რთული ნაგებობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა-დანადგარები. კომპანია "ფერის" მიერ განხორციელდა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი. ასევე, ძალოვანი ტრანსფორმატორის და გამთიშველის მონატაჟი. დარიალის ჰიდროელექტროსადგურს ელექტრომექანიკური დანადგარებით უზრუნველყოფდა ავსტრიული კომპანია Andrtiz Hydro, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიას მსოფლიო ბაზარზე.  ასევე, Robbins Company-ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული გვირაბგამყვანი და მიწისქვეშა სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია ახორციელებდა "დარიალი ენერჯის" გვირაბის მშენებლობას.  აშენებულია, საინჟინრო თვალსაზრისით, ძალიან რთულად ასაშენებელი ხუთი გვირაბი - 5,5 კმ-იანი, 500 მ-იანი, ორი - 300მ-იანი და ერთი - 150მ-იანი.
პროექტი ითვალისწინებს დარიალის ელექტროსადგურის ქვესადგურის კავშირს ეროვნულ ქსელთან, დარიალის 110 კვტ გადამცემი ხაზით. 


პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მლნ აშშ დოლარია. „დარიალი ჰესი“ საქართველოში და EBRD-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით დაფინანსებულ პროექტებს შორის პირველი კარბონ-ნეიტრალური ჰესია. 

ჰიდროელექტროსადგურის პროექტს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული - 2014 წლის EMEA Finance საფინანსო პროექტების დაჯილდოების ცერემონიაზე, სს „დარიალი ენერჯის“ ჯილდო მიენიჭა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ჰიდროპროექტის, „დარიალი ჰესის“, განხორციელებისთვის; ხოლო, EBRD Sustainability Awards 2017-ზე - სს „დარიალი ენერჯის“ მიენიჭა ვერცხლის ჯილდო, „დარიალი ჰესის“ პროექტის ფარგლებში საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დამკვიდრებისთვის.