ურეკის წყლის პროექტი დასრულდა


2015 წელს დაწყებული დაბა ურეკისა და შეკვეთილის წყალმომარაგების და წყალარიდების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. უკვე შესრულებულია სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი. 
ურეკის წყალმომარაგების და წყალარიდების პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკი 73 მილიონ ლარს გამოყოფს. დამკვეთი საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაა. 63 მილიონი ლარის სამუშაოებს შპს „ფერი“ შეასრულებს, ხოლო გერმანულ -ქართული კომპანია „ფაიფერი“ გამწმენდ ნაგებობას ააშენებს. აღნიშნული ფირმა 10 მილიონამდე ლარის სამუშაოებს შეასრულებს.
შპს „ფერი ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი სამშენებლო ფირმაა საქართველოში. მის სახელს უკავშირდება ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა თელავის წყალმომარაგების, ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია; ქალაქ ბორჯომის, დაბა ბაკურიანის, ანაკლიის, განმუხურის წყლის სისტემების რეაბილიტაცია; ისინი აგებენ 150-მეგავატიან ჰესს ყაზბეგში; ააგეს მცირე და საშუალო ჰესები პანკისის ხეობაში, სვანეთში, რაჭაში და ა.შ. ისინი გურიაშიც სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას აპირებენ.
რა სამუშაოებს შეასრულებს შპს „ფერი:“__წყალს სოფელ მერიაში, „ციხის ჭაბურღილებიდან“ მიიღებენ. აქვე მოეწყობა 150 კბ. მეტრი მოცულობის რეზერვუარი, საიდანაც წყალი 710-მმ-იანი პლასმასის მილებით 19 კმ მანძილს გაივლის და წვერმაღალაში წყალსაქაჩში 2 რეზერვუარს შეავსებს. ძირითადი რეზერვუარი 5400 კბ. მეტრი მოცულობის იქნება, ხოლო სარეზერვო 1500 კბ მეტრი მოცულობის. შპს „ფერის“ ოფისში ყოფნისას მშენებლობის მენეჯერი გელა წოწორია დაბა ლაითურში იმყოფებოდა. ტელეფონით გავესაუბრეთ: _დაბა ლაითურში არტეზიული ჭებიდან მივიღებთ წყალს. 3 ჭაბურღილი უკვე გაკეთდა, 4 ჭაბურღილი კიდევ გაკეთდება_გვითხრა მან. შპს „ფერიში“ გვითხრეს, რომ ამ მშენებლობის პარალელურად დაბა ურეკში შიდა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სულ 49 კილომეტრი შიდა ქსელი მოეწყობა ურეკში, შეკვეთილსა და კაპროვანში. მათი გრაფიკით მშენებლობების 95 პროცენტი 2017 წელს, ახალი საკურორტო სეზონის გახსნამდე უნდა დასრულდეს, ხოლო მთლიანი პროექტი _2018 წელს და სეზონზე ურეკი-შეკვეთილის მცხოვრებლები და დამსვენებელი ამ მნიშვნელოვანი მეგაპროექტის მთელი სიკეთით ისარგებლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია საკანალიზაციო სისტემა, რომლის ქსელი 37 კილომეტრზე მოეწყობა. აქედან საკანალიზაციის სადაწნეო მილები 20 კმ, ხოლო ინდივიდუალური დაერთება ოჯახებზე _13 კილომეტრი იქნება.
ამჟამად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ურეკის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა,, რომელსაც გერმანულ-ქართული კომპანია „ფაიფერი“ ასრულებს. მშენებლობის მენეჯერი, სამშენებლო დარგის მაგისტრი, სერბი სლობოდან ვუკოვიჩია. _ „ჩვენ ფირმას ამ სფეროში მშენებლობის დიდი პრაქტიკა აქვს და მისი არეალი მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანას ითვლის. პირადად მე ასეთ პროექტებზე ვმუშაობდი ავღანეთში, ბოსნიაში, მონტენეგროში, სერბეთში. საქართველოში ანალოგიურ პროექტებს განვახორციელებთ ანაკლიასა და სვანეთში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ასეთი პროექტის ზუგდიდში განხორციელებაზე.“