შპს “ფერი” დაფუძნებულია 1991 წელს. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე (მათ შორის რთულ რელიეფურ პირობებში), რომლებიც მოიცავს გვირაბებს, მისასვლელ გზებს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, საოფისე და საცხოვრებელ შენობებს და სხვ. ასევე, კომპანიას გააჩნია მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული პროექტების სრული მოცულობით განხორციელების გამოცდილება პროექტირების, მშენებლობის, დაკომპლექტების, მონტაჟისა და ექსპლუატაციის ჩათვლით.

განვლილი ჩვიდმეტი წლის მანძილზე, კომპანიაში ჩამოყალიბდა გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის საინჟინრო და საოპერაციო პერსონალი, შეიქმნა საკმაოდ განვითარებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც შედგება საწარმოო-სასაწყობე ობიექტებისა და მანქანა-მოწყობილობების მძლავრი პარკისგან. 
კომპანია თავის საქმიანობაში მნიშვნელოვან პრიორიტეტს ანიჭებს უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და პრაქტიკაში დანერგვას. პროექტების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს.

2007 წლის დასაწყისში კომპანიაში დაიწყო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2000 დანერგვა, რაც 2007 წლის სექტემბრის თვეში დასრულდა შ.პ.ს. “ფერი”-ს სერთიფიცირებით და კომპანიას მიეცა ISO 9001:2000 ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი. 

ყოველივე ზემოთთქმული კომპანიას საშუალებას აძლევს მოკლე დროში განახორციელოს სათანადო მობილიზება და საერთაშორისო ხარისხის ნორმების სრული დაცვით შეასრულოს ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის სამუშაოები.


2007 წლის დასაწყისში კომპანიაში დაიწყო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 დანერგვა, რაც 2007 წლის სექტემბრის თვეში დასრულდა შ.პ.ს. "ფერი"–ს სერტიფიკატებით და კომპანიას მიეცა ISO 9001:2008 ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი.



2010 PERI. All Rights Reserved Created By HAPPY